ზურაბიშვილი: ჩვენ დროშის ღირსი არ ვიქნებით, თუ ვერ შევძელით გაერთიანება

© Photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული დროშის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დროშა საქართველოს სახელმწიფოსა და ერთიანობის სიმბოლოა.
ზურაბიშვილი: ჩვენ დროშის ღირსი არ ვიქნებით, თუ ვერ შევძელით გაერთიანება
„ჩვენ ამ დროშის ღირსი არ ვიქნებით, თუ ვერ შევძლებთ გავერთიანდეთ ჯერ ჩვენს შორის, საზოგადოებაში. ეს დროშა მოგვეცა, რამდენი საუკუნეა, რომ ამ დროშის ქვეშ ჩვენი გმირები იბრძვიან, ძალიან ბევრი დაიღუპა ამ დროშის ქვეშ, შემდეგ სხვა დროშის ქვეშ, მაგრამ ეს არის რეალურად ერთიანი დროშა ჩვენი ისტორიისა. ჩვენ რომ ვიყოთ ამის ღირსი, უნდა დავიბრუნოთ ის მთავარი ღირებულება, რაც დგას ამ დროშის უკან, ეს არის ქრისტიანობა თავისი სიყვარულით. ჩვენ თუ ეს ვერ შევძელით, ვიქნებით დაპირისპირებული და დაყოფილი ბანაკებად, არც ამ დროშის, არც ამ ქვეყნის ღირსი არ ვიქნებით“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, ქართულ დროშაზე დატანილია ყველაფერი, რაც არის საქართველო, მისი ქრისტიანობა, მისი წარსული და ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახელმწიფო დროშაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0