კერესელიძე: ქავთარაძის ქუჩაზე გაჩენილ ხანძართან ახლოს ორი ავტოგასამართი სადგურია

© photo: Oto Kereselidze / FBშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სახანძრო-სამაშველოს სამსახურის ხელმძღვანელმა ოთარ კერესელიძემ ქავთარაძის 3 ნომერში სავაჭრო ობიექტში გაჩენილ ხანძარზე ისაუბრა.
კერესელიძე: ქავთარაძის ქუჩაზე გაჩენილ ხანძართან ახლოს 2 ბენზინგასამართი სადგურია
„ქავთარაძის 3 ნომერში ხანძარი გაუჩნდა მაღაზიას, სადაც ინახებოდა სამშენებლო მასალები. ხანძრის გავრცელების საფრთხე იყო, რადგან გვერდზე, ახლოს სხვა მაღაზიებიც არის და ასევე არის ავტოგასამართი ორი სადგური. ადგილზე ოპერატიულად მობილიზდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, – აღნიშნა ოთარ კერესელიძემ.

კერესელიძის განმარტებით, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ შექმნილა.

ყველა ახალი ამბავი
0