ჯაბა კილაძე: თავს რაიმე კონკრეტული სურვილით ვერ ვიზღუდავ ხოლმე, ამიტომ...

© Facebook / Jaba Kiladzeჯაბა კილაძე
ჯაბა კილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯაბა კილაძე საუბრობს თავის პროფესიულ არჩევანზე, იმაზე, რომ ძალიან გაუმართლა იმ რეჟისორებში, ვისთან ერთად მუშაობაც მოუწია, საუბრობს სამყაროსა და რელიგიაზე.
ჯაბა კილაძე: თავს რაიმე კონკრეტული სურვილით ვერ ვიზღუდავ ხოლმე, ამიტომ...
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ პროფესიაში მოვხვდი. როცა მეკითხებიან შანსი რომ მოგეცეს თავიდან ისევ ამ პროფესიას თუ აირჩევდიო? ასი ათასჯერ რომ მომეცეს ასეთი შანსი, მაინც მსახიობობას ავირჩევდი. მე გამიმართლდა, იმიტომ, რომ ძირითადი ნაწილი, ვისთანაც შეხება მქონდა და მაქვს ძალიან კარგი ადამიანები, ძალიან ძლიერი რეჟისორები და თავისი საქმის პროფესიონალები არიან. თუ დააკვირდით, ჩვენს მზის სისტემაში რამდენი სასწაული ხდება, რამდენი თითქოს ლოგიკური და თან ალოგიკური სასწაულია. ჩვენს წინაშე ეს ყველაფერი სრულყოფილი სახითაა წარმოდგენილი და ერთი და იგივე ფიზიკურ, გენიალურ პროცესს გადის.“- ამბობს ჯაბა კილაძე სატელევიზიო გადაცემაში.

მსახიობი ჯაბა კილაძე ამბობს: „ძალიან არ მომწონს როცა ამ ძალიან დიდი ენერგეტიკის სახელს მთელი ეპოქის მანძილზე უამრავი ადამიანი და ქვეყანა მახვილად და იარაღად იყენებდა. ქრისტიანობა მსოფლიოში ერთ-ერთი ძალიან დიდი და ღრმა ფილოსოფიაა.“

 

ყველა ახალი ამბავი
0