გუგული მაღრაძე: ზომიერებას საკუთარ თავსაც ვურჩევდი

© photo: Irakli Zhvania / FBგუგული მაღრაძე
გუგული მაღრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუგული მაღრაძე საუბრობს საკუთარ თავზე, მავნე ჩვევებზე, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა დაძლიოს რათა შრომისუნარიანი იყოს. ამბობს, რომ ცუდი დიასახლისია და არ უყვარს სამზარეულოში ყოფნა.

 

გუგული მაღრაძე: ზომიერებას საკუთარ თავსაც ვურჩევდი
„მე რომ ამ ტიპის პიროვნებად ჩამოვყალიბდი ამაში დიდი როლი ჩემმა ბავშვობამაც ითამაშა. დედაჩემს ყოველთვის უნდა სცოდნოდა სად ვიყავი, სახლში დროზე უნდა მივსულიყავი. სიგარეტს არც მე ვეწეოდი, არც ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი, ამ მხრივ, თამბაქოსგან თავისუფალ გარემოში ვარ გაზრდილი. ეს ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო. როცა თამბაქოს კანონი შემოვიღეთ ამაში ჩემი პიროვნული დამოკიდებულებაც იყო. მე არ მიყვარს სამზარეულოში ყოფნა და მირჩევნია რაღაცაზე გადავიარო, ვიდრე ჩემი ცხოვრების ერთი საათი მივუძღვნა კერძს, რომელიც ათ წუთში დამთავრდება.“-ამბობს გუგული მაღრაძე სატელევიზიო გადაცემაში.  

პოლიტიკოსი გუგული მაღრაძე ამბობს: „სწორედ იმიტომ მოვუწოდებ სხვებს, რომ მე ვერ მოვახერხე ბევრი რამ. როცა ჭარბი წონა ვახსენე, ყველამ სხვადასხვანაირად გაიგო. მე კი ასე ვხსნი: როცა ადამიანს ჭარბი წონა აწუხებს, მას შრომის უნარიც დაქვეითებული აქვს.“

ყველა ახალი ამბავი
0