12:30 20 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781

ბადრი ჯაფარიძე: მმართველ ძალას უნდოდა ამ პროექტის გაჩერება

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
36 0 0

ახალი პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესახებ საუბრობს.

„მმართველ ძალას უნდოდა ამ პროექტის გაჩერება და არა ამ პროექტის განხორციელება. წელიწად-ნახევარია, ვხედავთ კოორდინირებულ შეტევას ჩვენზე. ამიტომ აქ ახალი ინვესტორის მოზიდვაზე საუბარი შეუძლებელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება მოჰყვეს სასამართლო დავები. თუ სასამართლო დავა დაიწყება, პროექტი ვერ განხორციელდება, ვინც არ უნდა იყოს ინვესტორი. როგორც ჩანს, მმართველი ძალის პირობებში ანაკლიის პროექტის განხორციელება შეუძლებელია“, – ამბობს ჯაფარიძე.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" დეკემბერში უკვე მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონ დოლარზე ფინანსური გარიგების დახურვის შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა. აქედან გამომდინარე, მთავრობამ ინვესტორთან 2016 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება გაწყვიტა.

მთავარი თემები