მამა ანდრია (სარია): დეკანოზის საქმეზე სალომე ზურაბიშვილმა უცნაური რამ თქვა

© photo: Eka Danelia / FBმამა ანდრია სარია
მამა ანდრია სარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამა ანდრია (სარია) დეკანოზ გიორგი მამალაძეზე საუბრობს და ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება უცნაური იყო.
მამა ანდრია სარია: დეკანოზის საქმეზე სალომე ზურაბიშვილმა უცნაური რამ თქვა
„მამა გიორგიმ თვითონ ითხოვა, რომ შევხვედროდი, ზიარება უნდა საშობაოდ. მგონი, არავის არ უზიარებია. ამ ბოლო, საშობაო  პერიოდში ცილისწამების, სიძულვილის ნიაღვარი მოდიოდა მასზე, სიძულვილის ობიექტად გაიხადა საპატრიარქომ. გულმოწყალების ნაცვლად უგულობას აქვს ადგილი. როდესაც სალომე ზურაბიშვილის შეფასებაზე მიდგა საკითხი, მან ასეთი უცნაური რამ თქვა, თითქოს ეს მისი პრეროგატივაა და ამით შემოიფარგლა. არადა, ჩვენ ვიცით მკაცრი განცხადებები საპატრიარქოს მაღალი თანამდებობის პირებისგან“, – ამბობს მამა ანდრია.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა მიუხედავად წმინდა სინოდის შუამდგომლობისა. უარის მიზეზად ზურაბიშვილმა დაასახელა მამალაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეუსაბამობა შეწყალების ახალი კრიტერიუმებისადმი და „საზოგადოებაში სიმშვიდის შენარჩუნების“ სურვილი.

ყველა ახალი ამბავი
0