გახარია: ის, რაც ბაკურიანსა და გუდაურში მოხდა, არ უნდა მომხდარიყო

გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს მთის კურორტებზე – ბაკურიანსა და გუდაურში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.
გახარია: ის რაც ბაკურიანსა და გუდაურში მოხდა, არ უნდა მომხდარიყო
„იყო გარკვეული პრობლემები წყალმომარაგების თვალსაზრისით როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში. აქ ერთმნიშვნელოვნად, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო. დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით, გამომწვევი მიზეზები იყო როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები. თუმცა ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლებში ახორციელებს ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, არის უაღესად გასაფრთხილებელი. სწორედ ამიტომ გვმართებდა უფრო მეტი პრევენციული მუშაობა“, – ამბობს გიორგი გახარია.

საქართველოს ზამთრის კურორტები – გუდაური და ბაკურიანი ახალი წლის დღეებში წყლის გარეშე დარჩა. 4 იანვარს წყალმომარაგება აღდგა, თუმცა უკვე მეორე დღეს დამსვენებლებს ისევ შეექმნათ პრობლემა. როგორც „წყალმომარაგების გაერთიანებულ კომპანიაში“ განმარტეს, წყლის პრობლემა კურორტებზე თოვლის არარსებობით იყო გამოწვეული, რადგან დაიცალა რეზერვუარები, რომლებიც თოვლით ივსება.

ყველა ახალი ამბავი
0