არჩილ არველაძე: მოდი, მე დავხაზავ, და ნახავ, ის სახლი თუ აშენდება–მეთქი

© photo: courtesy of Archil Arveladzeარჩილ არველაძე
არჩილ არველაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩილ არველაძე საუბრობს ზოგადად პროფესიონალიზმზე და ჩვენს ქვეყანაში არსებულ დილეტანტიზმზე, აგრეთვე ამბიციაზე, რაც ადამიანების უმრავლესობას ახასიათებს.
არჩილ არველაძე: მოდი, მე დავხაზავ და ნახავ ის სახლი თუ აშენდება მეთქი
„ძალიან ხშირად მქონია სიტუაცია, რომ რომელიმე ექიმი ან მომღერალი მიზის გვედრით, უცებ მომიტრიალდება და მეუბნება, თამაშის დროს ასე კი არ უნდა მოქცეულიყავით, არამედ ისეო. ეს იგივეა, რომ მე შემოგივარდე საოპერაციო ოთახში და გიკარნახო – აქედან კი არ უნდა შეხვიდე, იქიდან უნდა შეხვიდე. მერე ის მეტყვის, ასე როგორ შეიძლებაო. ანუ რა გამოდის? – მან რომ მირჩიოს მე როგორ მოვიქცე მოედანზე, ის შეიძლება?! არადა, ყველაფრის ცოდნაა საჭირო“, – ამბობს არჩილ არველაძე სატელევიზიოო გადაცემაში.  

ცნობილი ფეხბურთელი ამბობს: „კარგ ამინდში კარგი ქვეყანა ვართ და სულ კარგ ხასიათზე ვართ! ჰოლანდიაში ვიცხოვრე დიდი ხანი, სულ წვიმა იყო, მერე შოტლანდიაში სულ წვიმდა და ბნელოდა. ჩვენს ქვეყანაში კი სულ დალოცვილი ამინდია და ასეთ ქვეყანაში რაც უფრო ნაკლები პრობლემა იქნება, უკეთესია“.

ყველა ახალი ამბავი
0