16:09 29 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1871
  • 100 RUB4.6063
  • USD2.8929

ზურა ყიფშიძე: ოთხჯერ მქონდა კლინიკური სიკვდილი და წყნარად ვიყავი, მერე უკან მოგათრევენ

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
14310

ზურა ყიფშიძე საუბრობს ცხოვრებაზე, მის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე, იხსენებს, როგორ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი და ამბობს, რომ ადამიანები ხშირად ზედმეტად იხარჯებიან იმაზე, რაც მნიშვნელოვანი სულაც არ არის.

„მე დიდი მექალთანე არასოდეს ვყოფილვარ. მე როგორც მანქანებს, ცოლებს ისე ხშირ-ხშირად ვერ ვიცვლი. იმიტომ რომ, მარტო ადამიანზე არ ვამბობ, ნივთზეც ვამბობ, თუ ვინმე მივიღე, მასთან რაღაც დამოკიდებულება მიჩნდება, მიყვარდება და იმასთან განშორება ცოტა რთულია. ხალხო, ტყუილად ხდება უამრავი რამ – მე პოლიტიკას და უამრავ რამეს ვგულისხმობ, მთელ ამ ჩვენს პატარა დედამიწას, რომელიც აფეთქდება. მოკლედ, ძალიან ბევრს ვფახაფუხობთ“, – ამბობს ზურა ყიფშიძე სატელევიზიო გადაცემაში.

მსახიობი ზურა ყიფშიძე იხსენებს: „კლინიკური სიკვდილი გამოვიარე, სადღაც გვირაბშიც ვიყავი, საშიში არაფერი იყო. ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის ადამიანს ხორციელი ტკივილები. ამიტომ მე ყველას პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებდი“.

მთავარი თემები