მაია სტეფნაძე: „როგორ შეიძლება თქვენს შვილებს ასეთი აგრესიით ესაუბროთ?“

© Photo: Maia Stepnadze / FBმაია სტეფნაძე
მაია სტეფნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაია სტეფნაძე საუბრობს მისი თაობისა და ახალგაზრდების განმასხვავებელ თვისებებზე, საუბრობს იმაზე, რომ ხალხში ჯერ კიდევ არ არსებობს სახელმწიფოებრივი შეგნება.

 

მაია სტეფნაძე: „როგორ შეიძლება თქვენს შვილებს ასეთი აგრესიით ესაუბროთ?“
„მე პატარა წვლილი მინდა იმაში შევიტანო, რომ საქართველო ბევრად უკეთესი გახდეს. რათა ჩვენი შვილები აქედან გაქცევაზე არ ფიქრობდნენ- ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა. მე სამი შვილის დედა ვარ, უკვე შვილიშვილიც მყავს და მინდა, რომ ჩემს ქვეყანას რაღაცით დავეხმარო. ჩვენი საზოგადოების მთავარი შეცდომა ის მიმაჩნია, რომ  სახელმწიფოსგან მოვითხოვთ ყველაფერს და კიდევაც უნდა მოვითხოვოთ იმიტომ, რომ ისინი ჩვენს მიერ დაქირავებული ჩინოვნიკები არიან, მაგრამ ამის პარალელურად ერთი რამ გვავიწყდება: ჩვენ რას ვაკეთებთ სახელმწიფოსთვის? -ეს უკვე მეორე საკითხია და ამიტომაც ალბათ ყველა ხელისუფალი, ვინც ჩვენს ქვეყანაშია გვიბედავს იმას, რაც უკვე ამდენი წლის განმავლობაში ხდება.“- ამბობს მაია სტეფნაძე სატელევიზიო გადაცემაში.

პროდიუსერი და ტელე-წამყვანი მაია სტეფნაძე გადაცემაში ამბობს: „ახლანდელი ახალგაზრდები სრულიად სხვა აზროვნების ადამიანები არიან, ვახსენოთ თუნდაც მათი ინდივიდუალიზმი, რაც მათი მშობლების თაობას ნაკლებად აქვს. არადა, მთელი განვითარებული მსოფლიო სწორედ ინდივიდუალიზმზე დგას.“

ყველა ახალი ამბავი
0