ნინო ჩხეიძე: „ბევრჯერ გამიგია, რომ სხვადასხვა არხებზე დავუბლოკივარ“

© Facebook / Nino Chkheidzeნინო ჩხეიძე
ნინო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ჩხეიძე საუბრობს თავის შემოქმედებაზე, ხალხის დამოკიდებულებაზე მისი სიმღერების მიმართ, მის პირად ცხოვრებაზე და მეუღლეზე, რომელიც მისი ცხოვრების ყველაზე ერთგული ადამიანია.
ნინო ჩხეიძე: „ბევრჯერ გამიგია, რომ სხვადასხვა არხებზე დავუბლოკივარ“
„მარტო მე რომ ვიყო დაბლოკილი, ვიფიქრებდი, რომ პრობლემა ჩემშია, მაგრამ დაბლოკილთა სიაში ბევრი ჩემი კოლეგაცაა. ახლახან ბენდთან ერთად გამოსვლა დავიწყე. ბენდი ჩემი შემოქმედებითი განვითარებისთვისაა საჭირო. თბილისის პუბლიკის მოთხოვნა განსხვავებულია, აქ მსმენელი სხვანაირია და უცხოეთში - სხვანაირი. ჩვენი სინგლები უკვე იყიდება მსოფლიო ბაზარზე და კლიპიც გადავიღეთ. ხალხისგან დაუფასებლობის შეგრძნება არასოდეს მქონია, არ შემიძლია მათი განსაკუთრებულად მადლიერი არ ვიყო. დღეს მე რომ ნინო ჩხეიძე ვარ ეს არის ხალხის დამსახურება. ჩემი პოპულარობა იქიდან დაიწყო, რომ ერთ რადიოში ჩემი სიმღერა მივიტანე და მისი განმეორება ისევ ხალხმა მოითხოვა“- ამბობს ნინო ჩხეიძე სატელევიზიო გადაცემაში.

       მომღერალი ნინო ჩხეიძე ამბობს: „გიორგის შემთხვევაში გამიმართლა. ძალიან რბილი და დამთმობი ვიყავი და ისე მოხდა, რომ გიორგიმ იაქტიურა და მეც უკან აღარ დავიხიე. გიორგიმ თვითშეფასება ამიმაღლა და საკუთარ თავში დამაჯერა.“   

ყველა ახალი ამბავი
0