მარინა კოდუა: „ზაზას სასჯელი ის იყო, რომ სახლიდან ქრებოდა მისი...“

© Sputnik / Alex ShlamovМарина Кодуа бизнесвумен - мама баскетболиста Зазы Пачулия
Марина Кодуа бизнесвумен - мама баскетболиста Зазы Пачулия - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარინა კოდუას დედა იხსენებს მისი შვილის, ცნობილი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას ბავშვობის დროინდელ ამბებს, როგორ სწავლობდა და როგორი მოსწავლე იყო.

 

მარინა კოდუა: „ზაზას სასჯელი ის იყო, რომ სახლიდან ქრებოდა მისი...“
„ბავშვს უნდა ზრდიდეს დედა, შეიძლება თუ საშუალება აქვს შეიძლება დამხმარეც ჰყავდეს, მაგრამ მაინც დედა უნდა ზრდიდეს. მან უფრო კარგად იცის მისი შვილისთვის რა უფრო კარგია. მე კარგად ვიცოდი, რომ ჩემს შვილს კალათბურთის ნიჭი ჰქონდა, რადგან დედაც სპორტსმენი ჰყავდა და მამაც. ზაზა ძალიან კარგადაც სწავლობდა. მაშინ  ჟიგული გვყავდა და გავყიდეთ, რომ ზაზას დემირელის კოლეჯში ესწავლა. სწავლის თანხა 700 დოლარს შეადგენდა და იმ დროისთვის ეს ძალიან დიდი თანხა იყო. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ჩემი შვილისთვის, პირველ რიგში, ჯანმრთელობა და მერე, განათლება მიმეცა. ეს იყო პრიორიტეტი ჩვენს ოჯახში. ის რას ჩაიცვამდა ან მე რა მეცვა, ეს არც მე მაინტერესებდა და მადლობა ღმერთს, არც მას. მთავარი ის იყო,  რომ ზაზას კალათბურთის გამო სწავლაში არ გაზარმაცებულიყო.“-ამბობს მარინა კოდუა.

ზაზა ფაჩულიას დედა, მარინა კოდუა ამბობს: „კალათბურთი ძალიან ინტელექტუალური სპორტია და ამაში ზაზას ძალიან დაეხმარა მისი მათემატიკური ნიჭიც. სპორტი, კერძოდ, კალათბურთი ცხოვრებას ჰგავს- უნდა მოძებნო კარგი ადგილი და ყველანაირი შესაძლებლობა გამოიყენო.“

 

ყველა ახალი ამბავი
0