ქეთი ფარესაშვილი: „ასე მეუბნება: სმენა არ გაქვს და საშინლად მღერიო“

© photo: Keti Paresashvili Official / FBქეთი ფარესაშვილი
ქეთი ფარესაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთი ფარესაშვილი საუბრობს პირად ცხოვრებაზე, თუ როგორი დიასახლისია, ახსენებს შვილს და მეუღლეს, რომელიც საქმიანობიდან გამომდინარე, მუდმივად დაკავებულია.
ქეთი ფარესაშვილი: „ასე მეუბნება: სმენა არ გაქვს და საშინლად მღერიო“
„მე მუდმივად ვმუშაობ და რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვიტვირთები. ძირითადად საზოგადოებისა და მეგობრების მოთხოვნით ვაქტიურდები. იყო პერიოდი როცა ვაკვირდებოდი ყველაფერი როგორ განვითარდებოდა. როცა ვაკუუმია სწორედ მაშინ მიყვარს გამონათება. პირველადაც ასე გამოვანთე როცა თითქმის არაფერი იყო. ჩემი მეუღლე, გიგი, არის კაცი-კონფერენცია, რადგან სულ კონფერენციებზე დადის და მე მუდმივად ველოდები. მისთვის არ არის არც შაბათი, არც კვირა და ახალი წელი.“- ამბობს ქეთი ფარესაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მომღერალი ქეთი ფარესაშვილი გადაცემაში ამბობს: „ჩემი შვილი რაგბისტია და თან ვიოლინოზე უკრავს, მუსიკაზე საკუთარი სურვილით შევიდა, მე ვუთხარი-მუსიკა არ გამაგონო მეთქი. თუმცა დედაჩემიც ასე მეუბნებოდა.“

ყველა ახალი ამბავი
0