ნემსაძე: ამის მერე დაიწყო ნერვული პრობლემები, გაუთავებელი სასწრაფოს გამოძახებები

გამოწერა
ცნობილი ქართველი საესტრადო მომღერალი ოთო ნემსაძე იხსენებს პერიოდს, როცა აზარტული თამაშებით იყო გატაცებული.
ნემსაძე: ამის მერე დაიწყო ნერვული პრობლემები, გაუთავებელი სასწრაფოს გამოძახებები
„ეს ყველაფერი დაიწყო დაახლოებით 6-7 წლის წინ. ჩემი მეგობრები თამაშობდნენ და მეც დავინტერესდი გართობის მიზნით. ამ ყველაფერმა ფსიქოლოგიურად გამანადგურა. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი. არ გამისინჯავს მძიმე ნარკოტიკი, მაგრამ ბევრი ნარკოდამოკიდებული ადამიანისგან მსმენია, რომ ნარკოტიკს თავი დაანებეს და აზარტულ თამაშებს ვერა“, - ამბობს ნემსაძე.

მომღერლის თქმით, იმ პერიოდში, როცა აზარტულ თამაშობდა ძალიან შეიცვალა, დაიწყო ნერვული პრობლემები, გაუთავებელი სასწრაფოს გამოძახებები, ექიმებთან ვიზიტები. მისივე თქმით, ეგონა, რომ ძალიან მძიმე დაავადება სჭირდა. თუმცა წლების მერე მოერია საკუთარ თავს და უარი თქვა აზარტულ თამაშებზე.

ყველა ახალი ამბავი
0