09:19 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
ნინო ბურჯანაძე
© Sputnik / Alex Shlamov

ბურჯანაძე: ხელისუფლებისადმი ნდობა არის ნულოვანი

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
59 0 0

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

„ხელისუფლებას რომ ეთქვა, „კარგით, დავიწყოთ დიალოგი“, პიკეტირებისა და აქციების გაგრძელების თემა ასეთი აქტუალური არ იქნებოდა და, საერთოდ, ნდობა რომ იყოს ხელისუფლებისადმი, დიალოგის შემთხვევაში შეწყდებოდა ეს აქციები. მაგრამ ნდობა ხელისუფლების მიმართ არის ნულოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაგვიპირდა, რომ იქნებოდა პროპორციული სისტემა, ყველანი გადავეწყვეთ ამ პროპორციულ სისტემაზე, ვემზადებოდით უკვე არჩევნებისათვის და ერთ მშვენიერ დღეს გამოვიდნენ და გვითხრეს, გადავიფიქრეთო“, – ამბობს ბურჯანაძე.

მისი თქმით, დიალოგის შემთხვევაში რამდენიმე გრადუსით ტემპერატურის დაწევა შესაძლებელია. როდესაც ხელისუფლება ყრუვდება და ხალხის ხმა არ ესმის, მაშინ გამოდის ხალხი, პოლიტიკოსიც და არაპოლიტიკოსიც, ქუჩაში.

მთავარი თემები