20:10 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761

ისეთი კუნტრუშით გარბოდა ერთ-ერთი დეპუტატი, ეტყობა, ბავშვობაში სპორტით იყო დაკავებული

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
98 0 0

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

ზოდელავა: ისეთი კუნტრუშით გარბოდა ერთ-ერთი დეპუტატი, ეტყობა ბავშვობაში სპორტით იყო დაკავებული
„დეპუტატები, რომლებიც ტელევიზიებით როხროხებენ და გველაპარაკებიან იმაზე, თითქოს ყველაფერი კარგად არის, ქუჩაში ჩვეულებრივ ადამიანებთან როცა აღმოჩნდებიან, გარბიან. ისეთი კუნტრუშით გარბოდა ერთ-ერთი დეპუტატი, ეტყობა, ბავშვობაში სპორტით იყო დაკავებული. ეს დეპუტატი, როცა პარლამენტის შენობაში კამერას მიუშვერენ, რომელიც სპეცრაზმით არის გარშემორტყმული და თავს უსაფრთხოდ გრძნობს, იქ როხროხით ელაპარაკება ადამიანებს“, – ამბობს მურთაზ ზოდელავა.

მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება ორშაბათს დაიწყეს, რათა დღეს ხელი შეეშალათ მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის მუშაობაში. მიუხედავად პოლიციის მოწოდებისა, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია, ოპოზიციამ დაშლაზე უარი განაცხადა. შედეგად, დილის ხუთი საათის შემდეგ შსს-მ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეები შენობის შესასვლელებიდან განდევნა.

მთავარი თემები