მარინა კაჭარავა: ადამიანს რომელიც გამუდმებით წუწუნებს აკლია ის, რომ...

© photo: The Thinking Academy / FBფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა საუბრობს ამა თუ იმ გარკვეულ როლზე, რასაც ადამიანი იღებს საკუთარ თავზე მთელი ცხოვრების მანძილზე, ასევე საუბრობს ადამიანის ისეთ ფსიქოტიპზე, რომელიც გამუდმებით წუწუნებს.
მარინა კაჭარავა: ადამიანს რომელიც გამუდმებით წუწუნებს აკლია ის, რომ...
 „ცხოვრებაში ყველას ჩვენი სოციალური როლი გვაქვს. ყველანი რაღაც როლში ვართ, მაგალითად, ბრძენის - მინდა, რომ ყველამ მე მკითხოს ჭკუა, ან დედა ტერეზასავით საყოველთაო დედა ვარ, ან რაღაცის დირექტორი, ან ცოლი. ეს როლი თეატრალური კი არ არის, სოციალურია. გარკვეულ ადამიანებს ახასიათებს გამუდმებით წუწუნი და მათ სახეზე გაყინული გამომეტყველებაა. როცა ასეთი გამომეტყველების ადამიანი შეგხვდება და ეკითხები: რა მოგივიდა, რა სახე გაქვს? ის გპასუხობს: არაფერი, რა სახე მაქვს?!. ანუ ეს გამომეტყველება მას სახეზე უკვე გაეყინა, როლიდან ვერ გამოდის. ფიქრობს, რომ ტანჯულია, ან ბედი არ წყალობს, ანუ საკუთარ თავს ასეთ სათაურებს უკეთებს. თუ იფიქრე, რომ უბედური ხარ და არაფერი გამოგდის - სიხარულიც საიდან გექნება? ამ დროს სიხარულსაც კარგავ. ადამიანს სჭირდება, რომ თუნდაც სიტყვებს შორის დაიჭიროს რაღაც, რაც მთავარია: რომ ცოცხალია, ჯანმრთელია, სახლ-კარი აქვს...  რა რესურსიც აქვს თავის ცხოვრებას რომ აქედან შეხედოს - სიხარულიც ნამდვილად გაუჩნდებოდა. თუ სიხარული არა, მადლიერება მაინც, რომ  არც ისე ცუდად არის საქმე.“- ამბობს სატელევიზიო გამოსვლაში მარინა კაჭარავა.

ფსიქოლოგი მარნა კაჭარავა ამბობს: „ჩვენ არ მოგვეთხოვება ერთმანეთის ფსიქოთერაპევტობა“. უნდა ვეცადოთ საკუთარი საზღვრები დავიცვათ. თუკი ეს არ დაიცავი, ყველაფერი დაგანგრევს. საკუთარ საზღვრებში არც სხვა უნდა შემოვუშვა და არც შენ უნდა შეიჭრა სხვის საზღვრებში.“

 

ყველა ახალი ამბავი
0