ჩუგოშვილი: ქართულ ოცნებაში საკმაოდ მაღალი თანამდებობები მიჭირავს, ვტოვებ ამ თანამდებობებს

© FB / Georgian Dreamთამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობა და პარლამენტში თანამდებობები დატოვა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჩუგოშვილი: ქართულ ოცნებაში საკმაოდ მაღალი თანამდებობები მიჭირავს, ვტოვებ ამ თანამდებობებს
„მე ვტოვებ საპარლამენტო თანამდებობს და უმრავლესობას. „ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ მაღალი თანამდებობები მიჭირავს, მე ვარ საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი. მმართველი პოლიტიკური ძალისთვის ორივე საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიციაა. მე დავტოვებ ამ თანამდებობებსაც. დანარჩენზე, როგორი იქნება ჩემი ურთიერთობა გუნდთან, ამაზე მოგვიანებით ჩამოვყალიბდები“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. სწორედ ამის შემდეგ დატოვეს უმრავლესობის რიგები და საპარლამენტო თანამდებობები თამარ ჩუგოშვილმა და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0