ეკა ბესელია: მინდა მოვუწოდო მათ, ვინც ივანიშვილს ეურჩება, დაუჯერონ თავის ლიდერს

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საუბრობს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, რომლებიც არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეხება.
ეკა ბესელია: მინდა მოვუწოდო მათ, ვინც ივანიშვილს ეურჩება, დაუჯერონ თავის ლიდერს
„აქ დგას ორი საკითხი: ან ეს არის ამხედრება და აჯანყება ივანიშვილის წინააღმდეგ საკუთარ პარტიაში და ის ვეღარ მართავს ამ სიტუაციას, რისიც მე არ მჯერა, მაგრამ ეს სურათი იქმნება ახლა. ან, მეორე, ეს არის მართული პროცესი. ორივე შემთხვევაში  ივანიშვილისთვის ეს არის რთული მოცემულობა. მინდა მოვუწოდო იმ დეპუტატებს, ვინც ივანიშვილს ეურჩება და დავარწმუნო ისინი – დაუჯერონ თავის ლიდერს“, – ამბობს ეკა ბესელია.

დეპუტატის თქმით, თუ ეს საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდება და დანაპირების შესრულება არ მოხდება, ალბათ დაიწყება საპროტესტო აქციები და პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები სხვა ტიპის მოქმედებებზე გადავლენ.

ყველა ახალი ამბავი
0