23:01 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466

ოხანაშვილი: რატომ იყო დაზარალებულის სტატუსი დაგვიანებული...

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
35 0 0

20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულ მაია გომურს, ომარ სეხნიაშვილს და მირზა ლიპარტელიანს პროკურატურამ შესაბამისი სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საუბრობს.

„ეს სტატუსი რატომ იყო დაგვიანებული: მაშინ, როდესაც არსებობს გარკვეული პროცედურა იმისთვის, რომ შესაბამისმა ორგანომ მოახდინოს შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელება, ასევე მოახდინოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნების შეგროვება და აქედან გამომდინარე დასვას საკითხი“, – ამბობს ანრი ოხანაშვილი.

მაია გომურის, ომარ სეხნიაშვილის და მირზა ლიპარტელიანის დაზარალებულად ცნობა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ.

მთავარი თემები