თურნავა: ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივამ ყინულმჭრელის როლი ითამაშა

გამოწერა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წყალტუბოს აღორძინების პროექტის შესახებ საუბრობს.
თურნავა: ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივამ ყინულმჭრელის როლი ითამაშა
„ერთ-ერთი მთავარი ძალა, ვინც ახალი იმპულსი შესძინა ამ პროცესს, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი საქველმოქმედო ინიციატივა, ვინც რეალურად ყინულმჭრელის როლს ასრულებს ამ პროცესში. მაგრამ ვინაიდან პროექტი თავისი მასშტაბით არის ისეთი ბუნების, რომ სცდება ერთი მუნიციპალიტეტის, ერთი კურორტის მასშტაბს და ეს არის რეალურად საერთო სახალხო პროექტი, ჩვენ გვინდა, რომ ძალიან დეტალურად გაიწეროს გეგმა სხვადასხვა მონაწილეს შორის“, – ამბობს ნათია თურნავა.

დღეს სასტუმრო "რედისონში" წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც მინისტრები, არქიტექტორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0