ნინო ანანიაშვილი: ჩემი შვილი, ელენე, სულ მეჩხუბება...

© photo: Sputnik / Juryi Abramochkin / გადასვლა მედიაბანკშინინო ანანიაშვილი
ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ანანიაშვილი საუბრობს თავის პროფესიაზე, იმაზე, თუ რა პიროვნული თვისებები განუვითარა მან, ასევე საუბრობს სახლზე, სადაც თავისუფალ დროს სიამოვნებით ატარებს.

 

ნინო ანანიაშვილი: ჩემი შვილი, ელენე, სულ მეჩხუბება...
„საკუთარი თავის ერთი რომელიმე თვისება რომ გამოვყო, რთულია, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ჩვენს სპეციალობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოთმინებას, რაც ჩვენ ძალიან მაღალ დონეზე მაქვს.  ჩემი მეგობრები მეკითხებიან ხოლმე: ასე დიდხანს რას რეპეტიციობ, შენ ხომ ამდენი წელია ცეკვავო? მე კი ვპასუხობ: სწორედ ამიტომ ვცეკვავ დიდი ხანი, რომ ამდენს ვმუშაობ მეთქი. ახლა ძირითად დროს ბავშვების სწავლას და მოსწავლეებთან მუშაობას ვუთმობ“- ამბობს ნინო ანანიაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

ბალერინა ნინო ანანიაშვილი გადაცემაში ამბობს: „მიყვარს სახლში ყოფნა. ეს სახლი მე და ჩემმა მეუღლემ ავაშენეთ. თავიდან დიდი არჩევანი გვქონდა თუ სად ვიცხოვრებდით და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი შვილი თბილისში უნდა გაზრდილიყო“.

ყველა ახალი ამბავი
0