02:53 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608

ალექსანდრე ჯეჯელავა: ასეთ დროს საკუთარი შინაგანი ხმა გეუბნება: ესაა შენი ბედნიერება?

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
5620

ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომლის დროსაც მის რეალურ ცხოვრებასა და შინაგან მოთხოვნილებებს შორის სხვაობაა, რაც მას ფსიქოლოგიურ დისკომფორტს უქმნის.

„მთავარი რასაც ასე ვთქვათ, მზა რეცეპტებში ვიტყვით, ისაა, რომ ეძებეთ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ხელი ჩაგკიდონ. 40 წლის ასაკში ადამიანი გარკვეულად, ისევ „თინეიჯერია“, ოღონდ წარმოიდგინეთ, ისეთი, რომელსაც გამკონტროლებელი არავინ ჰყავს, თან ფული აქვს, ანუ რესურსი და რასაც უნდა იმას გააკეთებს. ეს საკმაოდ საშიში ამბავია, იმიტომ, რომ ამ დროს მას ძალიან ბევრი რამის დაშავება შეუძლია საკუთარი თავისთვის და უშავებს კიდევაც. ბევრი ადამიანი ამ ფიქრებს რომ გაექცეს, ანესთეზიის სხვადასხვა ფორმას, ძალიან აქტიურად და სახიფათოდ იყენებს. თინეიჯერის შემთხვევაში ძალიან ბევრი საფრთხეა, მაგრამ მას ასი თვალი უყურებს, თან ნებართვა გვაქვს, რომ ვაკონტროლოთ. ეს მეორე „თინეიჯერი“ კი, გარკვეული აზრით, უკონტროლოა, შეიძლება ბევრი პრობლემაც ჰქონდეს. ასეთი რამ თუ გახსოვთ?- „გუგლ-მეფით“ მიდიხართ სადღაც, მაგრამ მერე გაგახსენდათ, რომ იმ მარშრუტს უნდა გადაუხვიოთ და სადღაც შეიაროთ. ამ დროს „გუგლ-მეფს“ ისტერიკა ეწყება და ყოველ თქვენს, მისი აზრით, არასწორ გახვევაზე იწყებს: შენ ცდები! ახლავე შემობრუნდი და ისევ იმ გზას დაადექი! მოკლედ, სერიოზულად ღელავს. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი რამ ემართება ხოლმე თქვენს შინაგან ხმასაც, როცა აღმოაჩენს, რომ ჩვენ მაგალითად, პროფესიულად, იქ არ მივდივართ, სადაც გვინდა რომ წავიდეთ.“- ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა სატელევიზიო გადაცემაში.

 პროფესიით მათემატიკოსი, პედაგოგი ალექსანდრე ჯეჯელავა გადაცემაში აღნიშნავს: „როცა ისეთ სწორ რამეებს აკეთებ, რასაც შენგან მოელიან, მაგალითად, კარგად ხელმძღვანელობ განყოფილებას, მზარდი შედეგები გაქვს. როცა შენი ერთ-ერთი მზარდი შედეგების დროს, მენეჯმენტი ტაშს დაგიკრავს, ეს შენი შინაგანი „გუგლ-მეფი“ უცებ გეტყვის: ახლავე მიატოვე ყველაფერი-ამაზე ოცნებობდი? მოკლედ სერიოზული დისკომფორტი გექმნება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ შინაგანი სამყაროს მოთხოვნების ამოკითხვა, თუ საით გვიხმობს ის და მერე  გააზრებულად ვიმოქმედოთ“.

მთავარი თემები