01:16 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633

ზურაბ ჯაფარიძე: შესაძლოა „შმაქსი“ ამერიკული კომპანიის მფლობელობაში გადავიდეს

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
51 0 0

ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პირველი რესპუბლიკის მოედანზე „შმაქსისტების“ მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე საუბრობს.

„ცვლილება არის მიდგომაში და პატრული ისე აღარ იქცევა, როგორც იქცეოდა მანამდე. თუმცა, ნადირობა გრძელდება. დღეში ხუთჯერ ან შვიდჯერ აჩერებენ „შმაქსის“ თითოეულ მძღოლს. ცალკე ლექტორებს ეკითხებიან რაღაცებს, ცალკე – მოსწავლეებს, რომლებიც „შმაქსის“ მომსახურებით სარგებლობენ. ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ „შმაქსი“ არის საგანმანათლებლო პროექტი. მოთხოვნები უცვლელია: შეწყდეს „შმაქსებზე“ ნადირობა, გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც გამოუწერეს შმაქსისტებს, გაუქმდეს ე.წ. ტაქსების რეფორმა“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის განმარტებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიასთან, რომ „შმაქსი“ მათ მფლობელობაში გადავიდეს.

მთავარი თემები