ზურაბ ჯაფარიძე: როგორც ნაცრისფერ მასას, ისე ვუყურებ პოლიტიკურ პარტიებს

© photo: Zurab Japaridze / FBზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „Sputnik საქართველოს“ მკითხველისთვის ისაუბრა, თუ რომელი პარტია არის „გირჩის“ კონკურენტი და რით განსხვავდება „გირჩი“ სხვა პოლიტიკური პარტიებისგან
ზურაბ ჯაფარიძე: როგორც ნაცრისფერ მასას ისე ვუყურებ პოლიტიკურ პარტიებს
„ჩემთვის სხვადასხვა პარტიები არ არსებობს, ყველა არის დაახლოებით ერთი და იგივე. როგორც ნაცრისფერ მასას ისე ვუყურებ ყველას მოწონთ ეს, თუ არ მოწონთ. „გირჩი“ ერთადერთი პარტიაა ქვეყანაში, რომელსაც აქვს მკაცრად განსაზღვრული, გამჭირვალე და გასაგები პრინციპები და ღირებულებები. ყველა სხვა პარტია ეკითხება მოსახლეობას თუ რა სურთ, რომ გააკეთონ. ჩვენ ხალხს არ ვეკითხებით რა სურთ, რადგან ვიცით რა არის სწორი ფორმულა“ - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის განმარტებით, ჩვენ გვჭირდება თავისუფალი და ღია საზოგადოების აშენება, რისთვისაც არსებობს კონკრეტული რეცეპტები და ფორმულები თუ როგორ შეიძლება ეს გააკეთო

ყველა ახალი ამბავი
0