გახარია: გვესმის, რომ სიღარიბის დონე ძალიან მაღალია

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში ბიზნესის განვითარებაზე საუბრობს.
გახარია: გვესმის, რომ სიღარიბის დონე ძალიან მაღალია
„ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. რა თქმა უნდა, ამის გათვალისწინებით ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვქონდეს ძალზედ სწრაფი, ეფექტური კომუნიკაცია, სადაც შევძლებთ დავაკმაყოფილოთ ან ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რასაც დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავცეთ პასუხი, რადგან გვესმის, რომ ეკონომიკური ზრდის ნაწილში წინ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, გამოწვევები ძალზე ბევრია. გვესმის, რომ სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია, გვესმის, რომ ქართულ ბიზნესს სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, რათა გვქონდეს ძლიერი ქართული ბიზნესი, გვყავდეს რაც შეიძლება მეტი ძლიერი ქართული კომპანიები“, – ამბობს გიორგი გახარია.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში საშუალო კლასის, საშუალო ფენის შექმნაში ძირითადი როლი და ფუნქცია ასევე ბიზნესის მხრებზეა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველა ახალი ამბავი
0