ლომიძე: ხუთთვიანი დავიბადე, დამეწყო მხედველობის პრობლემები და მზის სხივი არასოდეს მინახავს

© photo: Maia Lomidze / FBმაია ლომიძე
მაია ლომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უსინათლო პიანისტი მაია ლომიძე საუბრობს, რა ადგილი უკავია მის ცხოვრებაში მუსიკას.
ლომიძე: ხუთთვიანი დავიბადე, დამეწყო მხედველობის პრობლემები და მზის სხივი არასოდეს მინახავს
„დავამთავრე 202-ე საჯარო სკოლა, ასევე ნიჭიერთა ათწლედი. 2018 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საფორტეპიანო განხრით. მეოთხე წელია ვეუფლები კლასიკურ ვოკალს საოპერო განხრით. ვარ სოპრანო და ვნახოთ რა გამოვა. მომავალში მინდა საოპერო მომღერალი გავხდე. მუსიკის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ხუთი წლიდან ამ სფეროში ვარ და ის ჩემი ნაწილი გახდა“, – ამბობს მაია ლომიძე.

ლომიძის განცხადებით, ხუთთვიანი დაიბადა, გარკვეული პერიოდი ინკუბატორში იყო, რა დროსაც ჟანგბადმა „გადაუწვა“ თვალის ნერვი, რასაც სხვა არაერთი პრობლემა დაერთო თან, ამან კი მხედველობის დაკარგვა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0