კოჭლამაზაშვილი: ჩემმა ოჯახის წევრებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მხატვრობას არ გავყოლოდი

© photo: Nika Kochlamazashvili / FBნიკა კოჭლამაზაშვილი
ნიკა კოჭლამაზაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხატვარი და მოქანდაკე ნიკა კოჭლამაზაშვილი თავისი შემოქმედების შესახებ საუბრობს.
კოჭლამაზაშვილი: ჩემმა ოჯახის წევრებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მხატვრობას არ გავყოლოდი
„ბავშვობიდან ვხატავდი, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მხატვრობას არ გავყოლოდი. ყველაფერზე მატარეს, რაც კი შეიძლებოდა – ცეკვაზე, ფორტეპიანოზე, ინგლისურზე, მათემატიკაზე, რომ ხატვისთვის თავი დამენებებინა. ამის მიუხედავად, დღეს ხატვას მაინც დიდი ადგილი უკავია ჩემ ცხოვრებაში. ჩემმა მეგობარმა მაჩუქა უცხოეთიდან ჩამოტანილი გრანიტის ქვა. ამ ქვით და კიდევ რაც ხელთ მომხვდა – ლითონი, სპილენძი, უჟანგავი ფოლადი და სხვა, ყველაფერით შევქმენი ადამიანის ფიგურა. იმდენად მომეწონა, დამებადა იდეა, გამეგრძელებინა მსგავსი ნამუშევრების შექმნა“, – ამბობს კოჭლამაზაშვილი.

ახალგაზრდა მხატვარი და მოქანდაკე ნიკა კოჭლამაზაშვილი ყოველ ჯერზე ახერხებს საზოგადოების გაოცებას. მისი ფერწერული ნამუშევრები, ასევე ფოლადის და სპილენძისგან შექმნილი ქანდაკებები ყოველთვის იქცევს ყურადღებას. ნიკას ნამუშევრები ევროპის არაერთ ქვეყანაში და ამერიკაში იყიდება.

ყველა ახალი ამბავი
0