გია ჯაჯანიძე: „დედა შეკრეს, ფსიქიატრიულში წაიყვანეს და როცა ვნახე, მან ვერ მიცნო“

© FB/ Giorgi Jajanidzeგია ჯაჯანიძე
გია ჯაჯანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გია ჯაჯანიძე საკუთარ ბავშვობასა და პირადი ცხოვრების ამბებს იხსენებს.
გია ჯაჯანიძე: „დედა შეკრეს, ფსიქიატრიულში წაიყვანეს და როცა ვნახე, მან ვერ მიცნო“
„ძალიან უცნაური ბავშვობა მქონდა და იქაც იყო დაუჯერებელი დეტალები, რასაც დღეს ვერ ვყვები. მყავდა ცალხელა ბაბუა, რომელიც სულ ერთ დაუსრულებელ ზღაპარს მიყვებოდა. ვერ ვსწავლობდი, განა არ ვსწავლობდი – ვერ ვიგებდი. არ მიყვარდა ბავშვებთან თამაში, მიყვარდა, როცა მათ ვუყურებდი. ერთადერთი ჩემი გასართობი იყო ჭიათურაში საშევარდნოს კლდე, რომლის შუაგულში იჯდა მაყურებელი და გარეთ რაც ხდებოდა, ყველაფერს უყურებდა“, – ამბობს გია ჯაჯანიძე სატელევიზიო გადაცემაში.

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე იხსენებს: „უცნაური ცხოვრება მქონდა, ლამაზად მეცვა, ლამაზად ვლაპარაკობდი, ლამაზად ვიღვიძებდი და ეს ყველაფერი კინოში ხდებოდა – მე ვცხოვრობდი კინოში“.

ყველა ახალი ამბავი
0