ეკატერინე ჩიგოგიძე: „კიდევ ერთი უაზრო კვირა დამთავრდა...“ – გყავთ ასეთი ადამიანები?

© photo: Ekaterine Chigogidze / FBეკატერინე ჩიგოგიძე
ეკატერინე ჩიგოგიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი ეკატერინე ჩიგოგიძე საუბრობს იმაზე, თუ რა შეუძლია გამოიწვიოს მავნე ფიქრებმა, სიტყვებმა და გრძნობებმა.
ეკატერინე ჩიგოგიძე:„კიდევ ერთი უაზრო კვირა დამთავრდა...“ - გყავთ ასეთი ადამიანები?

„ფიქრები – ეს არის გონების ენა, გრძნობები – ეს არის სხეულის ენა. ის, თუ როგორ ვსაუბრობთ, არის პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, როგორ ვაზროვნებთ. ჩვენი გონება არის როგორც ბაღი – რასაც დავთესავთ, ის გაიხარებს და ეს ყველაფერი გადმოედინება. ადამიანი, რომელიც მუდმივად პრობლემებზე საუბრობს, აქვს სარეველებით გადატენილი გონება. ასეთი ადამიანი ტოქსიკური ერთეულია და თუ არ იცით, როგორ დაიცვათ თავი ასეთი ადამიანისგან, ძალიან ადვილად შეიძლება მოიწამლოს თქვენი ენერგეტიკაც“, – აღნიშნა ეკატერინე ჩიგოგიძემ.

ქოუჩის განმარტებით, ჩვენი მენტალობა და ემოციური ველი უნდა გაძლიერდეს იმ დონეზე, რომ მავნე ფიქრებმა, სიტყვებმა და გრძნობებმა ვერ შემოაღწიონ, რადგან თუ ამ ყველაფერზე გვაქვს გონება მიმართული, ეს ნიშნავს იმას, რომ ნეგატივს ვაძლიერებთ.

ყველა ახალი ამბავი
0