ბერძენიშვილი: ტელეფონთან მიჯაჭვულობა, სკოლაში მოსწრების დაკლება, უკვე არის ნიშანი
„ისეთი ასაკი აქვთ შერჩეული, რომ ამ დროს რთული გასარკვევია. ყველაფერი ის, რასაც ჩვენ მივაწერთ „ლურჯ ვეშაპს“, შეიძლება დაემართოს ჩვეულებრივ ბავშვს, რომელსაც აქვს გარდატეხის ასაკი. არის ერთი მომენტი, რაც შეუძლია მშობელს აკონტროლოს. თუ ბავშვი გვიან, ღამის 2-3 საათზე არის ონლაინ, უნდა, რომ ტელეფონი სულ მასთან იყოს, ეს უკვე არის ნიშანი“, – ამბობს ნანა ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილის განცხადებით, ტელეფონზე განსაკუთრებული მიჯაჭვულობა, სკოლაში მოსწრების დაკლება და ყველაფრის მიმართ ინტერესის გაქრობა – ეს უკვე არის მშობლისთვის ნიშანი, რომ, შესაძლოა, ბავშვი ამ თამაშს თამაშობს.