თალაკვაძე: პრეზიდენტიც უკმაყოფილოა საკუთარი გადაწყვეტილებით

© photo: Archil Talakvadze / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შეწყალების საკითხზე საუბრობს.
თალაკვაძე: პრეზიდენტიც უკმაყოფილოა საკუთარი გადაწყვეტილებით

„ფაქტია, რომ პრეზიდენტი საბოლოო ჯამში თავად იყო უკმაყოფილო იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მოამზადეს და რომელსაც ის დაეთანხმა. და, რაც მთავარია, პრეზიდენტმა შემხვედრი პოზიცია გამოთქვა შეწყალების წესების შეცვლასთან დაკავშირებით. შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია. რაც არ უნდა არ ვეთანხმებოდეთ, ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული“, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მკვლელობის მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე. 

ყველა ახალი ამბავი
0