22:03 08 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
მამუკა ხაზარაძე
photo: Anaklia Port / FB

ხაზარაძე: ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს, ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა...

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
6601

საქართველოს უმსხვილესი TBC Bank-ის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნა. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, 12 ლიდერს სოფელში. ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ვიღაც ერთი კაცის გადასარჩენი არ არის, ეს არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი. 112 წლის წინ, 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს თარიღი დამთხვევაა, ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე. ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძის განცხადებით, მოძრაობას, რომელიც მან შექმნა, ექნება გუნდურობის, მიზნების მიღწევის, სიყვარულის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი. 

 

მთავარი თემები