კალაძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ დადიოდეს

© Photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერი კახა კალაძე სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრობს.
კალაძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ დადიოდეს

„თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სატრანსპორტო პოლიტიკა. დღეს სიახლე, რაც მინდა მოგაწოდოთ: ჩვენ ვაცხადებთ შესყიდვაზე ახალ ტენდერს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად. 12-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას ვახორციელებთ, 110 ერთეული გაზზე მომუშავე ავტობუსი იქნება. ჩვენი მთავარი ამოცანაა – რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება მალე „ბოგდანის“ ტიპის ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ დადიოდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, გაზზე მომუშავე 110 ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

ყველა ახალი ამბავი
0