კურკუმული: მეჭეჭი გადამდებია თანაცხოვრების, საერთო ნივთების ხმარების დროს

გამოწერა
ექიმი დერმატოლოგი ნინო კურკუმული საუბრობს იმაზე, რა არის მეჭეჭი და როგორ ხდება მისი მოცილება.
კურკუმული: მეჭეჭი გადამდებია თანაცხოვრების, საერთო ნივთების ხმარების დროს

„მეჭეჭი არის კანის ვირუსული დაავადება. ზოგადად კანს აქვს გენეტიკური მიდრეკილება ამ ვირუსისადმი და ამ შემთხვევაში ხდება მისი გამრავლება. მეჭეჭი ყველა ადამიანს არ ედება. მეჭეჭი გადამდებია თანაცხოვრების, საერთო ნივთების ხმარების დროს, მაგრამ კანი გენეტიკურადაც უნდა იყოს მიდრეკილი ამ ვირუსისადმი. ჩვენთან მეჭეჭების მოცილება ხდება ელექტროკუაგულაციით. ვწვავთ ასევე ქარჩაულის მჟავით, რაც ნაკლებად იშოვება და თან რამდენიმე პროცედურას საჭიროებს. ამიტომ უმჯობესია თანამედროვე მეთოდით მოცილება“, – ამბობს ნინო კურკუმული.

დერმატოლოგის თქმით, პროცედურამდე სასურველ ზონას აყუჩებენ ლიდოკაინით, ამიტომ პროცედურა არის უმტკივნეულო.

ყველა ახალი ამბავი
0