ჭაბუკიშვილი: კაჭრეთში დამწვარია 40 ჰექტარი ხმელი ბალახი და სამი ჰექტარი ტყის მასივი

© photo: Sputnikმიკროფონი
მიკროფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის კოორდინაციის განყოფილების უფროსი ზაზა ჭაბუკიშვილი საუბრობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო კაჭრეთში გაჩენილი ხანძრის შესახებ.
ჭაბუკიშვილი: კაჭრეთში დამწვარია 40 ჰექტარი ხმელი ბალახი და სამი ჰექტარი ტყის მასივი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება, რომ კაჭრეთის მიმდებარე ტერიტორიაზე იწვოდა ხმელი ბალახი და ტყის მასივი. ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა კახეთის და თბილისის სამაშველო დანაყოფების მობილიზება, ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების“, – აღნიშნა ზაზა ჭაბუკიშვილმა.

ჭაბუკიშვილის განმარტებით, ხანძრის შედეგად დაიწვა დაახლოებით 40 ჰექტარი ხმელი ბალახი და სამი ჰექტარი ტყის მასივი.

ყველა ახალი ამბავი
0