07:39 23 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2487
  • 100 RUB4.4689
  • USD2.9336

თურნავა: ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
58 0 0

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ლარის კურსზე საუბრობს.

„ამ დღეებში ვართ ჩვენ იმის მომსწრეები, რომ ლარის კურსი მყარდება. ეს ადასტურებს ჩვენს პროგნოზს და ბიზნესის პროგნოზსაც. ბიზნესმაც გააკეთა ეს შეფასება, რომ ლარის კურსი იყო ზედმეტად გაუფასურებული, ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება. ამ დღეებში გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, ექსპორტი ძალიან მაღალი ტემპით ვითარდება, რაც ლარის გამყარების ერთ-ერთი წყაროა. ჩვენ ამ თვალსაზრისით ოპტიმისტურად ვართ განწყობილები“, -ამბობს თურნავა.

 ლარის კურსი დოლართან მიმართებით 20 ივნისიდან 6,6%-ით დაეცა. თუ 20 ივნისს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 2,7871 იყო, 1 აგვისტოს ამ მაჩვენებელმა ახალ ანტირეკორდს მიაღწია - 2,9718.

მთავარი თემები