კოჟორიძე: პირი, რომელიც რუსთავი2-ს შეიძენს, არაკეთილსინდისიერ მყიდველად ჩაითვლება

© photo: GYLA / FBკახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იურისტი კახა კოჟორიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

 

კოჟორიძე: პირი, რომელიც რუსთავი2-ს შეიძენს, არაკეთილსინდისიერ მყიდველად ჩაითვლება

„სამოქალაქო კანონმდებლობის დანაწესი, პირველ რიგში, რომელიც ამბობს, რომ თუ შემძენმა იცოდა ის, რომ გამყიდველი არ იყო გასაყიდი ნივთის მესაკუთრე, ის შეიძლება არ ჩაითვალოს კეთილსინდისიერ შემძენად. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2 ხალვაშის შემდეგ რამდენჯერმე, დაახლოებით ათჯერ გადაიყიდა, ყველა ეს გარიგება სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, უზენაესმა სასამართლომ ცნო იურიდიული ძალის არ მქონედ. იგივე სტანდარტებს, მოკლედ, თუ მივუყენებთ აი, ამ სიტუაციას, რა სტანდარტებითაც „რუსთავი2"-მა უკვე წააგო საქმე და მოიგო ხალვაშმა, მაშინ შემძენი კეთილსინდისიერ შემძენად არ უნდა ჩაითვალოს,“- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

რეიტინგული ტელევიზია „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელევიზიას ყიდის, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ხალვაშმა გუშინ გაავრცელა. ხალვაშის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიის მწვავე ფინანსური მდგომარეობაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0