მაია ბარათაშვილი: „უცებ ჩემს წინ მდგომი კაცი დაეცა და გარდაიცვალა…“

© photo: Maia Baratashvili / FBმაია ბარათაშვილი
მაია ბარათაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაია ბარათაშვილი სიზმრების მიმართ მის დამოკიდებულებაზე საუბრობს. იმ უჩვეულო შემთხვევებს იხსენებს, რაც ცხოვრებაში ამ სიზმრების მერე თავს გადახდა.
მაია ბარათაშვილი: „უცებ ჩემს წინ მდგომი კაცი დაეცა და გარდაიცვალა…“

„ერთხელ სიზმარში უცხო გარემოში აღმოვჩნდი დაკრძალვაზე, რომელიც არ ჩანდა ვისი იყო, ამ დროს კოჭებამდე პალტოთი ვიღაც შლაპიანი მამაკაცი შემოვიდა, მეორე დღეს რომ გავიღვიძე ძალიან ცუდად ვიყავი. ეს ამბავი რუმინეთში მოხდა მე და „შინი“ ერთად ვმართავდით კონცერტს, რომლის დროსაც შუა სცენაზე მოულოდნელად კატა გამოჩნდა თავისი მონაგარით, დარბაზში ხალხი მოკვდა სიცილით. ამის შემდეგ მოხდა ის, რამაც ჩემი უცნაური სიზმარი გამახსენა“- იხსენებს მაია ბარათაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მაია ბარათაშვილი - მომღერალი, ჯაზის შემსრულებელი, თბილისის ბიგ ბენდის სოლისტი. პირველადი მუსიკალური განათლება მიიღო N16 მუსიკალურ სკოლაში, სადაც სწავლის პერიოდში ბევრი კლასიკური ნაწარმოები შეასრულა.

1996 წლიდან "თბილისი ბიგ–ბენდის" სოლისტია. 2009-2011 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში საერთაშორისო დეპარტამენტისა და ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. თბილისის ფესტივალზე  "მარგარიტა" მას მიანიჭეს "წლის საუკეთესო მომღერალი ქალის" ტიტული. 2017 წელს ონლაინ ამერიკულ კონკურსში „Made in New York Jazz competition“ ჟიურიმ ორ  სოლო ვოკალურ კატეგორიაში იგი საუკეთესო ჯაზ-მომღერლად დაასახელა.

მაია ბარათაშვილი მონტე-კარლოს საერთაშორისო ჯაზის ორგანიზაციის მიერ "წლის საუკეთესო ვოკალისტადაა" დასახელებული.

ყველა ახალი ამბავი
0