06:34 18 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2980
  • 100 RUB4.6380
  • USD2.9682

გვარამია: მე გავყიდე სახლი და მივეცი მათ ფული, რადგან ხელფასებს ვერ ვიხდიდით

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
66 0 0

რეიტინგული ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამია მისთვის ბრალის წაყენებაზე საუბრობს.

„ჯერ ერთი ბრალს თუ მიყენებ ამ გარემოებაზე, დაკითხვაზე ხომ უნდა მკითხო მაინც. არ უკითხავთ საერთოდ, თორემ ავხსნიდი. ახლაც არ სჭირდებათ. „ინტერმედიიდან“ ყველა დოკუმენტია ამოღებული და ამ დოკუმენტების მიხედვით, სესხის ხელშეკრულება აქვს „ინტერმედიას“ ჩემთან, იმიტომ რომ ვერ ვიხდიდით ხელფასებს და მთელმა „რუსთავი2“-მა იცის, რომ მე გავყიდე სახლი და მივეცი მათ ფული, ვასესხე „ინტერმედიას“, იმიტომ რომ ხელფასებს ვერ ვარიგებდით.  ასე თეთრი ძაფებით კერვა არ შეიძლება. პასუხი იქნება ადეკვატური, გპირდებით“, -ამბობს გვარამია.

გვარამია დღეს საქართველოს პროკურატურაში ბრალის წარსადგენად დაიბარეს, რის შემდეგაც პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით. მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

მთავარი თემები