კალაძე: ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდის საშუალებით ხდება შესაძლებელი

© photo : Tbilisi City Hall / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ტაქსებთან დაკავშირებულ რეფორმაზე და გადახდის ახალ სისტემაზე ისაუბრა.
კალაძე: ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდის საშუალებით ხდება შესაძლებელი

„შესაძლებელი ხდება QR კოდით გადახდა ტაქსით მგზავრობისას. ეს არის საქართველოს ბანკის პროექტი და დაიმსახურა მოწონება. არის შემთხვევები, როდესაც იხდი გადასახადს და შეიძლება ხურდა არ ქონდეს მძღოლს, ეს არის გარკვეული დისკომფორტი. QR კოდი, რომელიც ექნება A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, მიბმული იქნება ტაქსის მძღოლის საბანკო ანგარიშთან და გადახდილი თანხა დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, მგზავრობის საფასურის გადახდა საქართველოს ბანკის აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0