21:25 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ლაშა ტუღუში
photo: courtesy of T. Chochua

ტუღუში: ეს ტელევიზია ბევრს უყვარს, ბევრს სძულს, მაგრამ ის არის მონაპოვარი

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
34 0 0

მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

„საზოგადოებრივი აზრი არის ყველაზე დიდი ძალა, საზოგადოებრივ აზრს აუცილებლად გაუწევს ანგარიშს ხელისუფლება ისეთ ნახევრადდემოკრატიულ ქვეყანაშიც კი, როგორიცაა საქართველო. საზოგადოებას თუ სჭირდება, ვერავინ ვერ ახლებს ხელს, თუ გონება აქვს. ასე მარტივად არ არის საქმე. ეს არის ხალხის ხმა. ეს ტელევიზია ბევრს უყვარს, ბევრს სძულს, მაგრამ ის არის მონაპოვარი“, – ამბობს ლაშა ტუღუში.

18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. სტრასბურგის სასამართლომ ასევე ძალაში არ დატოვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი. ამის საფუძველზე ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმეს.

მთავარი თემები