16:08 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
ირაკლი ოქრუაშვილი
© AP Photo / Shakh Aivazov

ოქრუაშვილი: სხვის ბოსტანში ქვის გადაგდებას ჰგავს ეს ყველაფერი

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
113 0 0

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბრობს.

„წარმოდგენა არ მაქვს, რა კითხები ექნებათ, შესაბამისად, პასუხებსაც ვერ გეტყვით. ამ საქმეზე პირველი თუ ვინმე არის დასაკითხი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ურცხვად მოიტყუა, ბავშვიც რომ არ დაიჯერებს ისე, როდესაც თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა რუსთაველზე. დიდი ხნის განმავლობაში, ცხოვრების ბოლომდე მას გაჰყვება 20 ივნისის ღამის ლაქა. სხვის ბოსტანში ქვის გადაგდებას ჰგავს ეს ყველაფერი. საკუთარ თავს მოსთხოვონ პასუხი იმაზე, რაც მოხდა. ოპოზიციის დაშინება და პროტესტის ჩაქრობა არის მიზანი, რომელიც არ გამოუვათ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოწმის სახით იკითხება.

მთავარი თემები