12:19 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332

თავდაცვის მინისტრი „რუსთავი 2“-ის საქმეში პოლიტიკურ ჩარევას გამორიცხავს

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
86 0 0

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

თავდაცვის მინისტრი „რუსთავი 2“-ის საქმეში პოლიტიკურ ჩარევას გამორიცხავს

„მე ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ ნიშნებს, მე ვხედავ მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ყველა მხარისთვის არის სავალდებულო და უნდა აღსრულდეს. მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს და ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას, მით უფრო, როდესაც გვაქვს ფაქტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების“, – ამბობს ლევან იზორია.

18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. სტრასბურგის სასამართლომ ასევე ძალაში არ დატოვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი. ამის საფუძველზე ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმეს.

მთავარი თემები