კობახიძე: წლების განმავლობაში რაღაცნაირად ვეფერებოდით „ნაცმოძრაობას“

© FB / Irakli Kobakhidzeსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგს ეხმიანება.
კობახიძე: წლების განმავლობაში რაღაცნაირად ვეფერებოდით „ნაცმოძრაობას“

„გუშინ იყო მცდელობა, რომ აქცენტი გადაეტანათ ერთ ჟურნალისტზე, თუმცა ყველამ ვიცით, რომ აქ საქმე ერთ ჟურნალისტზე არ არის. საქმე იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში აკეთებდა იმ ყველაფერს, რამაც მოგვიტანა ძალიან მძიმე შედეგები, ახლა იმავეს აგრძელებს ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში ამ პოზიციებიდან. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ყველა ერთად, მათ შორის, ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, რაღაცნაირად ვეფერებოდით „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ ვარქმევდით ყველაფერს თავის სახელს. როცა არის მტერი, უნდა დაერქვას მას მტერი და ეს არის პრინციპული პოზიცია“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

ყველა ახალი ამბავი
0