ვასაძე: ეს კავკასიაა, ეს ლომების და კაცების ქვეყანაა

© Sputnik / Vladimir Umikashviliლევან ვასაძე
ლევან ვასაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნესმენი ლევან ვასაძე „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებულ „ღირსების მარშზე“ საუბრობს.
ვასაძე: ეს კავკასიაა, ეს ლომების და კაცების ქვეყანაა

„გუშინ გამოაცხადეს, რომ აპირებენ შეგვარცხვინონ, უარყონ ყველანაირად ის, რაზეც დგას საქართველო, გაანადგურონ მისი ავტორიტეტი მთელ კავკასიაში და დაგვცინონ. დღესაც არ გამოუვათ ეს. არავითარ შემთხვევაში, არავითარი გარყვნილების აღლუმი არც დღეს, არც ხვალ, არც ზეგ არ ჩატარდება. ჩვენ გვეკითხებიან, როდის დაიღლებით? – არასოდეს! გვეკითხებიან, როდემდე უნდა იაროთ? – როდემდეც სამშობლოს დასჭირდება! ეს კავკასიაა, ეს ლომების და კაცების ქვეყანაა, ეს საქართველოა, გული კავკასიისა“, – ამბობს ლევან ვასაძე.

გუშინ „თბილისი პრაიდმა“ „ღირსების მარშის“ ჩატარება დააანონსა, თუმცა ორგანიზატორებმა მომეტებული საფრთხის გამო ღონისძიება გააუქმეს.

ყველა ახალი ამბავი
0