ანუკი არეშიძე: მე და კახა სულ კონფლიქტში ვიყავით, ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი

გამოწერა
დიზაინერი ანუკი არეშიძე საუბრობს იმაზე, რით მოხიბლა მომავალმა მეუღლემ კახა კალაძემ.
ანუკი არეშიძე: მე და კახა სულ კონფლიქტში ვიყავით, ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი

„სულ ვაკრიტიკებდი და რომ გავიცანი, მაშინაც სულ კონფლიქტში ვიყავით ხოლმე. ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი. როცა ახლოს გავიცანი, მაშინ მივხვდი, რომ როგორიც ჩანს, იმაზე ბევრად კეთილი და ყურადღებიანი იყო“, - ამბობს არეშიძე.

ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე დიზაინერ ანუკი არეშიძეზეა დაქორწინებული. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში პატარა ნიკოლასთან ერთად კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 11 წლის ლევანი, 6 წლის კახაბერი და 4 წლის ვაჩე.

ყველა ახალი ამბავი
0