ზურაბ გურიელიძე: ბეგის ვოლიერი არ აქვს
„ბეგის ნამდვილი სახელი არის „ჰუსეინ დელფინი“. იგი ისევ მარტო იმყოფება, შესაძლებელია მისთვის მეუღლეების ჩამოყვანა, მაგრამ არ აქვს ვოლიერი და ვცდილობთ ახალ ტერიტორიაზე ავუშენოთ კარგი ვოლიერი, თუმცა ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება“, – აღნიშნა ზურაბ გურიელიძემ.
დირექტორის განმარტებით, ბეგი, იგივე ბეგლარი 20 წლის არის და ის „ჰუსეინ დელფინის“ სახელით ჩამოიყვანეს რუსეთიდან.