ამონაშვილი: ორიანები და ხუთიანები არ ქმნის ადამიანს, ნიშნები აუბედურებენ კიდეც მას

© photo: Nini Kereselidze / FBშალვა ამონაშვილი
შალვა ამონაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პედაგოგი, ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი საუბრობს იმაზე, უნდა აქცევდნენ თუ არა მშობლები ყურადღებას შვილის სასკოლო ნიშნებს.
ამონაშვილი: ორიანები და ხუთიანები არ ქმნიან ადამიანს, ნიშნები აუბედურებენ კიდეც მას

„სკოლამ სული გაუშვა. ამ სულს არც ადრე ეპოტინებოდა და არც ახლა. არც ერთი მასწავლებელი ამას თავის საქმედ არ იხდის. სამწუხაროდ, მშობლებიც ამ დონეზე გაჩერდნენ. მეექვსე კლასამდე ორიანებით ვიყავი გაჭედილი, კლასიდან კლასში პირობით გადავდიოდი, მაგრამ ახლა თქვენ წინ ვდგავარ. ორიანები და ხუთიანები არ ქმნის ადამიანს, ნიშნები აუბედურებენ კიდეც მას. ჩვენ იმდენად ვართ ადამიანები, რამდენადაც მაღალი მისწრაფებები გვაქვს“, – ამბობს ამონაშვილი.

შალვა ამონაშვილი – პედაგოგი, ფსიქოლოგი, დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი და გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური მეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა, არის პედაგოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, რუსეთის განათლების აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოში დაწყებითი განათლების პრობლემებზე მასობრივ ექსპერიმენტებს ხელმძღვანელობდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0