კოშკელიშვილი: დავშორდი და ვუთხარი, რომ ამ ტყუილს ვერ ვაპატიებდი

© photo: Nuki Koshkelishvili / Twitterნუკი კოშკელიშვილი შვილთან ერთად
ნუკი კოშკელიშვილი შვილთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი, მოდელი, ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი იმ პერიოდზე საუბრობს, როცა ურთიერთობა ცოლიან მამაკაცთან ჰქონდა.
კოშკელიშვილი: დავშორდი და ვუთხარი, რომ ამ ტყუილს ვერ ვაპატიებდი

„ახლა მაყურებელი, განსაკუთრებით, ქალბატონები გამიგებენ სწორად: საქართველოში ალბათ ერთხელ მაინც უთქვამთ ყველასთვის, რომ ცოლს ხვალ დავშორდები, ან ცოლთან აღარ ვცხოვრობ, უკვე წლებია, დაშორებულები ვართ, მხოლოდ საბუთებით არ ვართ დაშორებულები. ეს ტყუილი არსებობს. როდესაც ვიყავი 21 წლის, მე ამ ტყუილის მჯეროდა. ის მე მეუბნებოდა, რომ ცოლთან აღარ ცხოვრობდა, საჯაროდ დავდიოდით ერთად, არ ვმალავდით არაფერს და თურმე, ცოლი არსებობს“, - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.


მსახიობის თქმით, როცა გაიგო, რომ საყვარელ მამაკაცს ცოლი ჰყავდა, მას დაშორდა, რადგან ამ ტყუილს ვერ აპატიებდა.

ყველა ახალი ამბავი
0